EMD: "ბარსელონა" პედროს შემცვლელს 11 ფეხბურთელიდან აარჩევს

EMD: "ბარსელონა" პედროს შემცვლელს 11 ფეხბურთელიდან აარჩევს

"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს პედრო როდრიგესის შემცვლელის შეძენას. El Mundo Deportivo–მ დაასახელა ის 11 მოთამაშე, რომელთა შორისაც კლუბი სასურველს აირჩევს.

ყველასთვის ცნობილია "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს დიდი ინტერესი "სელტას" ფეხბურთელის – ნოლიტოს მიმართ, თუმცა მის გარდა სიაში 10 ფეხბურთელი შევიდა. ესენია: კარლოს ველა ("სოსიედადი"), ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი"), თეო უოლკოტი ("არსენალი"), ანტონიო კანდრევა ("ლაციო"), კარიმ ბელარაბი ("ბაიერი"), დომენიკო ბერარდი ("სასუოლო"), რიად მარეზი ("ლესტერი"), ფლორან ტოვენი ("ნიუკასლი"), ლასე შონე ("აიაქსი") და სოფიან ფეგული ("ვალენსია").

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ფიფას სანქცია იანვარში მოეხსნება და თავისუფლად შეძლებს ფებურთელების შეძენას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.