ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო
14 ნოემბერს, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა ინგლისის წინააღმდეგ. აღნიშნული მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" უნდა გამართულიყო თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) გადაწყვეტილებით "ფურია როხა" ინგლისს 14-ის ნაცვლად 13 ნოემბერს, "ხოსე რიკო პერესის" სახელობის სტადიონზე უმასპინძლეს. ამის მიზეზი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, ხერარდ პიკესადმი, მაყურებლის მხრიდან უპატივცემულობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ პიკეს ბოლო რამდენიმე მატჩია მოედანზე ყოფნის დროს ესპანელი ქომაგები უსტვენენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მოთამაშემ მთავარი მწვრთნელისგან და თანაგუნდელებისგან სრული მხარდჭერა მიიღო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]