ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პიკე დაიცვა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა კატალონიის "ბარსელონასა" და "ფურია როხას" ფეხბურთელ ხერარდ პიკესთან დაკავშირებით.
პიკე გუშინდელ მატჩში მოედანზე გამოვიდა მაისურით, რომელზეც დატანილი არ იყო ესპანეთის დროშის ზოლები. ამის გამო ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს მოჭრილი იყო.
"პიკეს მაისურის შიგნით ასევე ეცვა გრძელ-ხელიანი მაისურიც, ამიტომ მასზე ესპანეთის დროშის ზოლები დატანილი არ იყო. მსგავსი მაისურით დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა სერხიო რამოსიც.
უსამართლო კრიტიკის გამო ხერარდ პიკემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს." - აცხადებენ ფედერაციიდან.

მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]