ზიკო: მესი მარადონასთან ახლოსაა, მაგრამ მისი პელესთან შედარება შეუძლებელია
წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ზიკო "ბარსელონას" ვარსკვლავს, ლიონელ მესის ფეხბურთის ლეგენდებს, დიეგო მარადონასა და პელეს ადარებს.
"მესი მარადონასთან ახლოსაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, ჩემი აზრით, მისი პელესთან შედარება შეუძლებელია.
ვფიქრობ, მარადონა მესიზე ცოტათი წინაა. თუმცა, პელე ფლობს ყველა იმ თვისებას, რომლებიც შეიძლება ფეხბურთელს ჰქონდეს.
როდესაც ღმერთმა პელე შექმნა, ის ყველა საჭირო თვისებით დააჯილდოვა: სისწრაფე, სიძლიერიე, ტექნიკა, ფეხებით დარტყმა, თავით დარტყმა, დრიბლინგი.
მესის თითქმის ყველაფერი აქვს, მაგრამ ის, პელესგან განსხვავებით, მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა, ეს კი ბევრს ნიშნავს.
მარადონა ყოველთვის გამოირჩეოდა დიდ ჩემპიონატებში იმ მომენტში, როდესაც არგენტინა ამდენი ვარსკვლავით ფავორიტი არ იყო. ის არც ისეთ გუნდში თამაშობდა, როგორიც დღეს მესის ჰყავს. დიეგოს გვერდით პიკე, ინიესტა, სუარესი, ჩავი ან ნეიმარი არ ჰყოლია." - ციტირებს ზიკოს სიტყვებს Omnisport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]