"ბარსელონა" ლონდონში ჩაფრინდა
კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბთან ერთად დაახლოებით ორსაათიანი ფრენის შემდეგ ლონდონში ჩაფრინდნენ, სადაც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრას ჩაატარებენ.
ლონდონში ჩასვლისთანავე გუნდმა დასასვენებლად სასტუმროში გადაინაცვლა, საღამოს კი "არსენალთან" შეხვედრამდე "ემირეითსის" სტადიონზე დასკვნით ვარჯიშს ჩაატარებენ. აღნიშნული ვარჯიშის დაწყებამდე ლუის ენრიკე და ივან რაკიტიჩი პრესკონფერენციას გამართავენ.
ლონდონში ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარდა კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ, ვიცე–პრეზიდენდი ხორდი მესტრე, ასევე დირექტორები ჟორდი მოიში, რამონ პონტი, ხავიერ ბორდასი და ხოსეპ რამონ ვიდალ–აბარკა გაემგზავრნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]