გუნდი ამსტერდამში გაეგმზავრა

გუნდი ამსტერდამში გაეგმზავრა

"ბარსელონას" დელეგაცია ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩის გასამართად ამსტერდამში გაემგზავრა. ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გარდა, ჰოლანდიის დედაქალაქისკენ გეზი კლუბის მმართველობის წარმომადგენლებაც აიღეს.

ტატა მარტინომ ამსტერდამში 19 ფეხბურთელი იახლა. გუნდის განაცხადს დაუბრუნდა ჩავი ერნანდესი. საკადრო პრობელემების გამო, ჰოლანდიაში გაემგზავრნენ ადამა ტრაორე, დონგუ, სერხი გომესი და პატრიკი.

"ბარსას" დელეგაციაში შედიან ასევე პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტები ხორდი კარდონერი და კარლეს ვილარუბი, დირექტორები ხორდი მოისი, პილარ გინოვარტი, ხორდი მესტრე, ხავიერ ბორდასი, მანელ აროიო და ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა.

"ბარსელონა" ამსტერდამში ადგილობრივი დროით 12 საათსა და 30 წუთზე ჩავა, რის შემდეგაც გუნდი სასტუმროსკენ გაემართება და 19 საათამდე დაისვენებს. საღამოს, ფეხბურთელები ვარჯიშს გამართავენ. მანამდე, 18 საათსა და 15 წუთზე, ტატა მარტინო და ხოსე მანუელ პინტო ჟურნალისტების წინაშე წარსდგებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.