გუნდი მადრიდშია
"ბარსელონას" დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში პარასკევს საღამოს, ადგილობრივი დროით 20 საათსა და 30 წუთზე ჩავიდა. ბარახას აეროპორტიდან, გუნდმა პირდაპირ სასტუმროს მიაშურა. როგორც იცით, "ბარსას" მადრიდში არ გაყვნენ ჩავი ერნანდესი, ერიკ აბიდალი, მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი.
ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის გარდა, მადრიდს ეწვივნენ პრეზიდენტი სანდრო როსელი; ვიცე-პრეზიდენტები ხოსეპ მარია ბართომეუ და კარლეს ვილარუბი; პრესმდივანი ტონი ფრეიშა; ბუღალტერი სუზანა მონხე; ასევე დირექტორთა საბჭოს წევრები: ხორდი მოისი, ედუარდ კოლი, ხუან ბლადე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, მანელ აროიო, ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა და რამონ სისერო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]