"ბარსელონამ" ნეიმარი ბრაზილიაში გაუშვა
24 წლის თავდამსხმელი გარკვეულ პერიოდს სამშობლოში გაატარებს.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, გუშინ ნეიმარი ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც უახლოეს დღეებს სახლში გაატარებს. რამდენიმე დღეში მისი და თავის მე-20 დაბადების დღეს აღნიშნავს.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ბარსელონას" ხელმძღვანელობისგან სპეციალური ნებართვა აიღო, აქედან გამომდინარე, მას გაფრენა შეეძლო.
დღეს, ესპანეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში, სადაც კატალონიელებმა სტუმრად "ეიბარი" გაანადგურეს, ნეიმარმა მონაწილეობის მიღება ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო ვერ შეძლო.
წყაროზე დაყრდნობით, ნეიმარი გუნდს ხუთშაბათს, "ხეტაფესთან" მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშში დაუბრუნდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]