მოიგე „ბარსელონას“ მაისური - Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი პროექტი

მოიგე „ბარსელონას“ მაისური - Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი პროექტი

Barcamania.ge და Fanz.ge "ბარსელონას" ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობენ. ორშაბათიდან, 16 მაისიდან, ჩვენ საიტზე სტარტს აიღებს ვიქტორინა, რომელსაც ტრადიციული სახე მიეცემა და რომლის გამარჯვებულებსაც კომპანია Fanz.ge დააჯილდოებს.

ვიქტორინა ჩატარდება თვეში 2-ჯერ - ყოველ მეორე ორშაბათს. ვიქტორინის დაწყების დღეს, დღის 12 საათზე, ჩვენ საიტზე დაიდება 10 შეკითხვა. თითოეულ შეკითხვას მინიჭებული ექნება ქულა ერთიდან ათამდე. სწორი პასუხების გამოგზავნის საშუალება გექნებათ ვიქტორინის დასრულებამდე, ზუსტად 7 დღის განმავლობაში. გამარჯვებული იქნება ის მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის.

პასუხების გამოგზავნის ინსტრუქციას იხილავთ პირველი ვიქტორინის კითხვებთან ერთად.

ახლა კი, რაც შეეხება პრიზს: ვიქტორინის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, Fanz.ge-მ გამარჯვებულებისთვის დააწესა "ბარსელონას" მაისური. თვეში გათამაშდება 2 მაისური, რომელსაც ყოველი გათამაშების გამარჯვებული მიიღებს.

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Leonel Messi_10
    სტუმარი [?]
    #7 13 მაისი 2016 23:22
    0
    სასტავ! ევრო 2016 ქართულ არხებზე გავა?
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #6 13 მაისი 2016 23:06
    0
    ბიჭებო? ფიფა 2016 ლინკი მინდა ოღონდ პატჩით
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #5 13 მაისი 2016 23:06
    0
    ციტატა: anribarsa 
    Eg saiti ori wlisaa mgoni mtlad es kide 2007 wlis merea funqcionirebs :D barcamania yvelas jobia ise karga xania eseti viqtorina ar chatarebula


    ეგ ვაფშე რა შუაშია????? სადმე ვთქვი რომელი რამდენი ხნისაა მე თქვი რო საიტი რაც შეიქმნა სულ ათამაშებენ მაისურებს მეთქი და მეტი არაფერი და კარგია რომ ამათმაც დაიწყეს რამე გაუგებრად ვთქვი?
    ადმინისტრატორი [?]
    #4 13 მაისი 2016 22:54
    0
    გამარჯობა,
    არ ვიცი, რომელ საიტს გულისხმობთ, მაგრამ საქართველოში ბარსელონას ერთადერთი საიტი იყო, როდესაც ჩვენ მაისურებს ვათამაშებდით :)
    msn bearselona
    სტუმარი [?]
    #3 13 მაისი 2016 22:43
    0
    ძალიან კაია რომ მევიგო
    graciasxavi6
    სტუმარი [?]
    #2 13 მაისი 2016 22:40
    0
    კარგია როგორც იქნეა მეორე საიტს მიბაძეთ
    Lionel Messi - Pure Magic
    სტუმარი [?]
    #1 13 მაისი 2016 22:36
    0
    ყოჩაღ ადმინებო ! კაი პროექტი ჩანს