რეინას "ბარსელონაში" დაბრუნება უნდა, მაგრამ კლუბს ის არ ჭირდება
"ბარსელონას" სკოლის აღზრდილ მეკარეს, ამჟამად "ნაპოლიში" მოთამაშე ხოსე მანუელ რეინას კატალონიაში დაბრუნება უნდა, მაგრამ კლუბი 33 წლის კარის დარაჯის სამსახურით დაინტერესებული არაა. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რეინას აგენტი მანუელ გარსია კილონი ბარსელონაში ჩაფრინდა, რათა კატალონიურ კლუბს მისი აგენტის სამსახური შესთავაზოს. თუმცა, მას უთხრეს, რომ რეინას შეძენა "ბარსელონას" ინტერესებში არ შედის, რადგან კლუბი აპირებს აქცენტი კვლავ კლაუდიო ბრავოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გააკეთოს.
პეპე რეინა "ბარსელონას" 1988 წელს შეუერთდა. კატალონიელთა პირველ გუნდში ის 2000-2002 წლებში ირიცხებოდა და 49 თამაშის ჩატარება მოასწრო. მას შემდეგ, ფეხბურთელმა "ვილიარეალში", "ლივერპულში", "ბაიერნსა" და "ნაპოლიში" ითამაშა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]