ფერნანდესი მასკერანოსთან მოლაპარაკებებს აშშ-ში გამართავს
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რათა გუნდის არგენტინელ ფეხბურთელთან, ხავიერ მასკერანოსთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მასკერანო კლუბის მხრიდან მისდამი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა. არგენტინელი "ბარსელონადან" წასვლას არ გამორიცხავს, თუმცა კატალონიელებს მისი დათმობა არ უნდათ.
მასკერანო, არგენტინის ნაკრებთან ერთად, აშშ-ში იმყოფება, სადაც კოპა ამერიკის გათამაშება მიმდინანრეობს. რობერტ ფერნანდესი კი ამერიკაში იმისთვის გაფრინდა, რომ მასკერანოს აზრი შეაცვლევინოს. კლუბის სპორტული დირექტორი აპირებს ფეხბურთელი დაარწმუნოს, რომ ხელმძღვანელობა მას ფინანსურ პირობებს გაუუმჯობესებს. მასკერანო კი დარწმუნებული არაა, რომ მომდევნო სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში იქნება, რადგან "ბარსელონა" ახალი ცენტრალური მცველის შეძენას აპირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]