გუნდს ვერმალენიც ვადაზე ადრე დაუბრუნდა
"ბარსელონასა" და ბელგიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი ერთ-ერთია კატალონიური კლუბის იმ ფეხბურთელებიდან, რომლებმაც შვებულებიდან ვადაზე ადრე დაბრუნება გადაწყვიტეს.
La Sexta TV-ს ცნობით, ვერმალენი, რომელსაც დასვენება 1 აგვისტომდე ეკუთვნოდა, კლუბის საწვრთნელ ბაზაზე დღეს გამოცხადდა. მან ვარჯიში სერხიო ბუსკეტსთან, ხერარდ პიკესთან და ხავიერ მასკერანოსთან ერთად ჩაატარა. ეს ფეხბურთელებიც შვებულებიდან ნაადრევად დაბრუნდნენ.
კიდევ 2 ფეხბურთელი, რომლებმაც დასვენება შეიმცირეს, ლიონელ მესი და არდა თურანი არიან. ისინი გუნდთან ერთად ინგლისში ვარჯიშობენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]