UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის "ბარსელონადან" ვერავინ იბრძოლებს
მას შემდეგ, რაც UEFA ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, მეორედ მოხდა, რომ საუკეთესო სამეული "ბარსელონას" ფეხბურთელების გარეშე დაკომპლექტდა.
UEFA-ს 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბეილი და ანტუან გრიზმანი იბრძოლებენ. "ბარსელონას" ვარსკვლავები, ლიონელ მესი და ლუის სუარესი კი სამეულს მიღმა დარჩნენ.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს 2010/11 წლების სეზონიდან ასახელებს. პირველი ჯილდო ლეო მესიმ მოიგო. იმ წელს, მე-2 ადგილზე ჩავი ერნანდესი გავიდა.
2012 წელს, საუკეთესოდ უკვე ანდრეს ინიესტა დასახელდა, მესიმ კი მე-2 პოზიცია დაიკავა.
2013 წელს, მესი კვლავ მეორე იყო, პირველ ადგილზე კი ფრანკ რიბერი გავიდა.
2013/14 წლების სეზონი აქამდე ერთადერთი იყო, როდესაც სამეულში "ბარსელონას" ფეხბურთელი ვერ მოხვდა. მაშინ, საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მანუელ ნოიერსა და არიენ რობენს აჯობა.
2015 წელს, ლიონელ მესი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეორედ მოიგო. არგენტინელმა ლუის სუარესსა და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა.
საერთო ჯამში, წლევანდელის გათვალისწინებით, "ბარსელონას" ფეხბურთელები საუკეთესო სამეულში 7-ჯერ მოხვდნენ, "რეალის" მოთამაშეები ასევე 7-ჯერ, "ბაიერნის" 3-ჯერ, ხოლო "ატლეტიკოსი" - ერთხელ. ანტუან გრიზმანი პირველი ფეხბურთელია, რომელიც არც "ბარსაში" თამაშობს, არც "რეალში" და არც "ბაიერნში", მაგრამ UEFA-ს სამეულში მოხვდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]