ნოლიტო: "პიკე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია"

ნოლიტო: "პიკე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია"

კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. "ბლაუგრანას" უკანახაზელის ამ გადაწყვეტილებას, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ნოლიტო გამოეხმაურა.

"ამ გადაწყვეტილების შესახებ ახლახანს გავიგე. ასეთ საკითხებზე პოლემიკა უბრალოდ სიგიჟეა. ვთვლი, რომ ამას დიდი დრო არ უნდა დავუთმოთ. უნდა ვიფიქროთ, მაგალითად გუშინდელ გამარჯვებაზე. პიკე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენ გუნდში თამაშობს. "- ციტირებს ნოლიტოს სიტყვებს Cope.

პიკე გუშინდელ მატჩში მოედანზე გამოვიდა მაისურით, რომელზეც დატანილი არ იყო ესპანეთის დროშის ზოლები. ამის გამო ის ძალიან ბევრმა გააკრიტიკა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.