AS-მა ჟერარ პიკეს ბოდიში მოუხადა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მადრიდული გამოცემის ხელმძღვანელმა, ალფრედო რელანიომ ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველს, ჟერარ პიკეს, მის ირგვლივ გავრცელებული სკანდალის გამო ბოდიში მოუხადა.
პიკე გუშინდელ მატჩში მოედანზე გამოვიდა მაისურით, რომელზეც დატანილი არ იყო ესპანეთის დროშის ზოლები. ამან მედიის ყურადღება მიიპყრო.
ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ის მაისური გადაჭრა, სადაც ქვეყნის დროშის ზოლები გამოსახული არ იყო.
"ვიმედოვნებ, პიკე ნაკრებიდან წასვლას გადაიფიქრებს, ისევე, როგორც ეს ლიონელ მესიმ გააკეთა. მესმის მისი გადაწყვეტილება - ის დაუმსახურებლად გააკრიტიკეს. ნაკრებში ჟერარი სამაგალითო პიროვნებად ითვლება, ისევე, როგორც "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელები. ეს გუნდი წლების განმავლობაში ფურია როხას ნიჭიერი ხალხით ამარაგებს. ამის დავიწყება არ შეიძლება".
"ალბათ სამკლაურის ინციდენტი მისთვის ბოლო წვეთი იყო. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილებას შეცვლის, ამის გამო მას ბოდიშს ვუხდი. ინტერნეტ-გამოცემა AS, პირველი იყო ვინც ამის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია, რამაც სოციალურ ქსელებში შტორმი გამოიწვია." - განაცხადა რელანიომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]