სტოიჩკოვი პიკეს მხარს უჭერს

სტოიჩკოვი პიკეს მხარს უჭერს

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა "ბლაუგრანას" მცველს მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც ჟერარ პიკემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება გააჟღერა.

პიკეს კრიტიკის საბაბი მისი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მაისურის სამკლაურების გადაჭრაა, რომელზეც "წესით" ესპანეთის დროშის ზოლები უნდა ყოფილიყო.

"პიკეს ბოლომდე მხარს ვუჭერ. რამდენჯერ უთამაშია ესპანეთის ნაკრების მაისურით ტრავმირებულს თუ სისხლით მოსვრილს? ამას არავინ არ იხსენებს. ახლა კი თითქოს მან სამკლაურები გადაჭრა... ეს სისულელეა. ვნახოთ კიდევ როდის ეყოლება ფურია როხას ჟერარის დონის მცველი." - განუცხადა სტოიჩკოვმა Cadena Cope-ს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ოქტომბერი 2016 09:00
    0
    სტოიჩკოვი ყოველთვის ჩესნია ლეგენდარული ბულგარელი ხარი<3