ფერნანდესი: "ყველაფერი პარიზელების გადასაწყვეტია"
დღეს კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტო ფერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტრანსფერებზე ისაუბრა, ყურადღება კი მარკო ვერატიზე გაამახვილა.
"ახალი ტრანსფერები? ჩვენ წინ ძალიან დიდი დრო გვაქვს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ესპანურ ფეხბურთში, ზოგადად, ამ დროისათვის ხმაურიანი ტრანსფერები არ განხორციელებულა.
რაც შეეხება მარკო ვერატის საქმეს, პირველ რიგში "პარი სენ-ჟერმენთან" შეთანხმების მიღწევაა საჭირო, ყველაფერი მათ ხელშია იმიტომ, რომ იტალიელ ნახევარმცველს ამ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია ამის შესახებ." - განაცხადა ფერნანდესმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]