ანრი: "მესი ყველა ფეხბურთელისგან განსხვავდება, ვინც კი ოდესმე მინახავს"

ანრი: "მესი ყველა ფეხბურთელისგან განსხვავდება, ვინც კი ოდესმე მინახავს"

რიო ფერდინანდის ავტობიოგრაფიულ წიგნში ტიერი ანრის ისტორია წერია, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ იქცეოდა ახალგაზრდა ლიონელ მესი "ბარსელონას" სავარჯიშო სესიებზე.

ფერდინანდმა ანრის მესისა და რონალდუს შორის არჩევანის გაკეთება სთხოვა. ფრანგმა გაიხსენა შემთხვევა, როცა "ბარსელონას" სავარჯიშო სესიაზე, კატალონიური კლუბის არგენტინელი ლიდერის წინააღმდეგ წესები დაირღვა, მაგრამ საჯარიმო დარტყმა არ დაინიშნა.

"როცა ბურთი თანაგუნდელ მეკარეს მიუვიდა, მესიმ საკუთარ საჯარიმოში ჩაირბინა და მას პასი მოსთხოვა. ლეო სპარინგ-მეტოქის ყველა ფეხბურთელს გასცდა და სიბრაზისგან გოლი გაიტანა."

ტიერიმ თქვა, რომ ასეთი რამ სკოლაში, საბავშვო მოედანზე გაუკეთებია, ხოლო მესის მეტოქეები არა ბავშვები, არამედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები: ტურე, პუიოლი, ინიესტა, ჩავი და ბუსკეტსი იყვნენ. მსგავსი არაერთხელ მომხდარა.

მესი ამას ყოველ ჯერზე აკეთებდა, როცა უსამართლობას ხედავდა.

შემდეგ ტიერიმ იკითხა: "გინახავს მსგავსი რამ რონალდუსგან?", მე კი ვუპასუხე: "არასდროს არ მინახავს მისგან რაიმე ასეთი."

ტიერის ზიდანსა და რონალდინიოსთან ერთად უთამაშია, მაგრამ მსგავსი რამ არც მათ გაუკეთებიათ. ანრიმ მითხრა: "მაშინ გავიგე, რომ მესი ყველა ფეხბურთელისგან განსხვავდება, ვინც კი ოდესმე მინახავს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ნოემბერი 2016 15:43
    0
    ანრი რო მევასება ეგრე ბევრი არ მევასებაა მაგარი კაცია რა პიროვნულადაც და თამაშით ხო საერთოდ ლეგენდაა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ნოემბერი 2016 14:59
    0
    Rogor mevaseboda