ენრიკე: "ძალიან რთულია მომენტების შექმნა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მთლიანად დაცვაში ზის"

ენრიკე: "ძალიან რთულია მომენტების შექმნა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მთლიანად დაცვაში ზის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "მალაგასთან" მატჩი (0:0) შეაჯამა.

"ძალიან რთულია მომენტების შექმნა გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მთლიანად დაცვაში ზის.

მე მხოლოდ ჩემი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების შექება შემიძლია. ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს დავიმსახურეთ.

ჩვენ მივეჩვიეთ ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშს, რომლებიც დაცვაში მტკიცედ სხედან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე გამოსავალს ვიპოვით.

პაკო ალკასერმა ისევე კარგად ითამაშა, როგორც დანარჩენმა ფეხბურთელებმა. პაკო ახალი მოთამაშეა და მას მეტი დრო სჭირდება, რათა გოლები გაიტანოს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გაგვემარჯვა, მაგრამ შეტევების დასრულებაში სიზუსტეები არ გვეყო. ეს ერთადერთი მომენტია, რის გამოც შემიძლია ფეხბურთელები გავაკრიტიკო.

ყოველთვის კარგია, როდესაც ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პიკეა, მწყობრში ბრუნდება. მას სიმაღლის წყალობით მომენტების შექმნისთვის პოტენციალი აქვს. მაღალი გადაცემებით მის მომარაგებას ვცდილობდით.

ჩვენ მესი და სუარესი დავკარგეთ - საკვანძო ფეხბურთელები, რომლებსაც გამარჯვებები მოაქვთ." - განაცხადა ლუის ენრიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    leushaa
    სტუმარი [?]
    #4 20 ნოემბერი 2016 13:58
    0
    ციტატა: msn2004
    ციტატა: Don_Andresito
    კაი რა, ეგეთი დაცვა ყველა გუნდს შეუძლია ითამაშოს და კარგე ქულები მაშინ და იყავი.

    ციტატა: Johan Cruyff 14
    ინიესტა მაინც რო ყოფილიყო მგონია გავიტანდით

    უეჭველი მოვიგებდით. ნახევარმცველი არ გვყავდა. ხო ნახე რა უაზროდ აწვდიდნენ. ნეიმარი უკან აღარ დაიხევდა ესე და ინი უკნიდან დაბომბავდა მაგარი პასებით და სხვა თუ არა ინი პიკეს კომბინაციით გავიდოდა გოლი, ევროპაზე ჩეხეთს რო გაუტანეს და სელტას კიდე. სად ინის ჩაწოდებები და სად რაკიტიჩის უაზრო მოქნევები ან რობერტოს ალვეშისეული ჩაწოდებები. ინი რო ყოფილიყო 3-0 მაინც ვატაკებდით.

    მაგიტომაა კოუტინიო მოსაყვანი ინი ტრავმას თუ მიიღებს კოუტინიო შეცვლის

    ხოო კოუტინიო სკამზე დაგიჯდება აბა რა...
    tikok
    სტუმარი [?]
    #3 20 ნოემბერი 2016 11:35
    0
    ბოლო წუთებამდე არ გააქანეს... მომენტის შექმნა კიარა გოლების გატანაც შეიძლებოდა ცოტა ადრე რო მოგენდომებიათ
    xaviman
    სტუმარი [?]
    #2 20 ნოემბერი 2016 01:52
    0
    @ლე ხარ!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 ნოემბერი 2016 00:33
    0
    ინიესტა მაინც რო ყოფილიყო მგონია გავიტანდით