სრნა "ბარსელონას" შეუთანხმდა და ოფიციალურ წინადადებას ელის
დონეცკის "შახტარის" კაპიტანი, დარიო სრნა "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა, იტყობინება Mundo Deportivo.
სრნა კატალონიურ კლუბს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა და ოფიციალურ შეთავაზებას ელოდება.
წყაროს ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელი "ბარსელონას" ხელმძღვანელობასთან კავშირზე არაოფიციალურად, მეგობრის დახმარებით გავიდა. შესაძლებელია, ეს მეგობარი კატალონიელთა ნახევარმცველი და სრნას თანამემამულე, ივან რაკიტიჩი იყო.
"შახტარის" პრეზიდენტმა ჯერ კიდევ სექტემბერში აღიარა, რომ არ შეეცდება ხორვატის შენარჩუნებას იმ შემთხვევაში, თუ ის "ბარსელონაში" გადასვლას მოისურვებს. 34 წლის სრნა უკრაინულ კლუბში 2003 წლიდან ასპარეზობს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]