მესის "ბარსაში" დი მარიას ხილვა სურს და კლუბს მის გაფორმებას ურჩევს
"ბარსელონას" თავდამსხმელი, ლიონელ მესი აპირებს, რომ კატალონიური კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე თავისი გავლენა მოახდინოს.
მესი "პარის სენ-ჟერმენთან" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ იმედგაცრუებულია და თვლის, რომ სერიოზული გაძლიერება აუცილებელია, რათა დაკარგული პოზიციები დაიბრუნონ.
როგორც Eurosport იტყობინება, 29 წლის არგენტინელმა "ბარსელონას" ხელმძღვანელობას თავისი თანამემამულის, ანხელ დი მარიას გაფორმება ურჩია. მესის აზრით, ანხელი შესაძლებელია "MSN"-ს კლასიკური დამატება გახდეს.
დი მარიას სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდ ფასდება, მაგრამ პსჟ არ აპირებს თავისი ერთ-ერთი ლიდერი 60 მილიონზე ნაკლებად გაუშვას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]