მასკერანო: "დი მარიას წინააღმდეგ თამაშის წესები დავარღვიე"
"ბარსელონას" არგენტინელმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ აღიარა, რომ "პარი სენ ჟერმენთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (რომელზეც ამბობენ, რომ მართლა შედგა და არ დაგვსიზმრებია), თანაგუნდელ ანხელ დი მარიას წინააღმდეგ, საკუთარ საჯარიმოში, თამაშის წესები დაარღვია.
მატჩის 85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო და კატალონიელებს კიდევ 3 გოლი ჭირდებოდათ, ანხელ დი მარია მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან პირისპირ გავიდა და მასკერანოს ვარდნის შემდეგ, ძალიან ცუდად დაარტყა.
"ნამდვილად, დი მარიას წინააღმდეგ თამაშის წესები დავარღვიე, მაგრამ 1/4-ფინალში ჩვენი გასვლა ამას არ გამოუწვევია.
ეს ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო საღამოა." - განაცხადა არგენტინელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]