2011-12 სეზონის შესაძლო ტრანსფერები
”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ დაიწყო ფიქრი, თუ რომელი ფეხბურთელებით შეიძლება გააძლიეროს კლუბი შემდეგ სეზონში.
პეპ გვარდიოლა უფრო ხშირად საუბრობს მომავალ სეზონში განსახორციელებელ ტრანსფერებზე, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის კლუბში მინიმუმ 2012 წლამდე დარჩება. ძირითადი ყურადღება დაეთმობა დაცვის გაძლიერებას. კლუბი გეგმავს ცენტრალური მცველის და მეკარის შეძენას. პეპის მოთხოვნაა, რომ ეს ტრანსფერები 2011 წლის ზაფხულში განხორციელდეს. მას არ სურს ფეხბურთელების ზამთარში შეძენა მიუხედავად ”ხუთი მატჩის” კანონის გაუქმებისა. ამ კანონის მიხედვით ფეხბურთელი, რომელიც პრიმერაში 5 მატჩს ჩაატარებდა გუნდში, ზამთარში არ შეეძლო იმავე დივიზიონის სხვა გუნდში გადასვლა.
ტრანსფერების განსახორციელებლად სანდრო როსელი გეგმავს გამოყოს 66.5 მილიონი ევრო. ეს თანხა არ შეივსება რომელიმე ფეხბურთელის შესაძლო გაყიდვით.
მთავარი მიზანი
ეხლა კლუბის მთავარი სამიზნე არის სესკ ფაბრეგასი. ამ საკითხს ეხლა როსელი და მისი გუნდი განიხილავს. წინა წელს ჩაშლილი ტრანსფერისგან ისინი სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და მოძებნიან სესკის გადმობირების სხვა ხერხებს. კლუბი ასევე დავიდ სილვას აკვირდება. ეს იქნება ერთგვარი ალტერნატივა ფაბრეგასის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში.
თავდასხმა
თავდამსხმელის ყიდვის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ეს პოზიცია მოითხოვს ფეხბურთელისგან გარკვეული თამაშის მანერას. ამჟამად შესაძლო ტრანსფერად მოისაზრება ფერნანდო ლორენტე. ის ”გეგმა ბ”-ს ნაწილია. მისი გადმობირება იოლი არ იქნება. მას კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სატრანსფერო თანხა 36 მილიონი ევროა.
დაცვა
დაცვაში იგეგმება თაობათა ჩანაცვლება. პუიოლი და მილიტო 30 წელს გადასცდნენ. მათ შემცვლელს მწვრთნელები კანტერაში ეძებენ. ამიტომაც პირველ გუნდში თამაშის საშუალება ეძლევათ ხოლმე ბარტრას, მუნიესას და ფონტასს.
მეკარე
კლუბი ეძებს მანუელ პინტოს შემცვლელს. ყველაზე რეალური კანდიდატი არის გორკა ირაისოსი. ბილბაოს ”ატლეტიკთან” კონტრაქტი მას 2011 წლის ზაფხულში ეწურება. სათადარიგო ვარიანტი არის ”ბარსა ატლეტიკის” მეკარის, რუბენ მინიოს ძირითად გუნდში დაწინაურება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]