მესის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის
"ბარსელონა" და ლიონელ მესი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
მხარეებმა კონტრაქტის პირობების განხილვა იანვარში დაიწყეს. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის. იგეგმება, რომ ოფიციალური განცხადება სეზონის ბოლოს გაკეთდება.
ხორხე მესი თავისი შვილის ინტერესებს წარმოადგენს, "ბარსელონას" მხრიდან მოლაპარაკებებში კი თავად პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ იღებს მონაწილეობას.
ამ მომენტისთვის, მხარეებს შორის არანაირი დაძაბულობაა, რამაც წინა მოლაპარაკებების დროს იჩინა თავი. მესის "ბარსელონაში" დარჩენა სურს, კლუბი კი ლიდერის შესანარჩუნებლად მთელი ძალისხმევის გაღებას აპირებს.
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი დარწმუნებულია, რომ კლუბი ლიონელ მესისთან და ანდრეს ინიესტასთან კონტრაქტებს გაახანგრძლივებს.
"მესი კონტრაქტს გაახანგრძლივებს, როგორც ყოველთვის ვამბობდი. ის ბარსელონაში ბედნიერია, გუნდში თავს კარგად გრძნობს, აქ მას იდეალური გარემოცვა აქვს.
ეჭვი არ მეპარება, რომ ის ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როდესაც თვალებში ვუყურებ, ვხვდები, რომ ის აქ ბედნიერია. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მსურს, რადგან მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ინიესტა ასევე გაახანგრძლივებს კონტრაქტს, როდესაც მისი დრო დადგება. ამაში ეჭვი არც მე და არც ანდრესს არ ეპარება." - თქვა დირექტორმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]