რუდ გულიტი: „ნეიმარის ტრანსფერი? 222 მილიონი უზარმაზარი თანხაა“
ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რუდ გულიტი "ბარსელონადან" პსჟ-ში ნეიმარის ტრანსფერს გამოეხმაურა.
"კლუბს, რომელიც ფეხბურთელის უფლებებს ფლობს, შეუძლია არჩევანი გააკეთოს - შეინარჩუნოს უმოტივაციო მოთამაშე ან ფული აიღოს. ხშირად მეორე ვარიანტი იმარჯვებს. €222 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფულია, მაგრამ წესები ასეთია. სწორედ ეს იყო ბრაზილიელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა.
საბოლოოდ, ყველა ბედნიერი უნდა იყოს. პსჟ-მ ნეიმარი მიიღო, "ბარსელონამ" უამრავი ფული, ბრაზილიელი კი ცხოვრების ბოლომდე კომფორტულად იქნება."-ამბობს გულიტი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]