"უეფა" საბოლოო გადაწყვეტილებას 12 ნოემბერს მიიღებს
"ჩემპიონთა ლიგის" მატჩის დროს, როდესაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "კოპენჰაგენი" ხვდებოდნენ, მოხდა ერთი ინციდენტი.
როდესაც "კოპენჰაგენის" ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელი სეზარ სანტინი პირისპირ დარჩა "ბარსას" სათადარიგო მეკარესთან, ხოსე მანუელ პინტოსთან, მაშინ ამ უკანასკნელმა მსაჯის სასტვენის იმიტირებული ხმა გამოსცა, რის შედეგადაც სანტინიმ შეტევა შეწყვიტა და ბურთი ბლაუგრანას ფეხბურთელებს დარჩათ. ამ საქციელისათვის პინტოს "უეფამ" ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. კატალონიურმა კლუბმა სასჯელი გააპროტესტა, ხოლო "უეფას" სააპელაციო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას 12 ნოემბერს მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]