საჩივარი არ დაკმაყოფილდა
როგორც მოგეხსებათ, 12 ნოემბერს უეფას სააპელაციო კომიტეტს უნდა განეხილა პინტოს საქციელი. შეგახსენებთ, რომ როდესაც "კოპენჰაგენის" ახალგაზრდა ბრაზილიელი თავდამსხმელი სეზარ სანტინი პირისპირ დარჩა "ბარსას" სათადარიგო მეკარესთან, ხოსე მანუელ პინტოსთან, მაშინ ამ უკანასკნელმა მსაჯის სასტვენის იმიტირებული ხმა გამოსცა, რის შედეგადაც სანტინიმ შეტევა შეწყვიტა და ბურთი ბლაუგრანას ფეხბურთელებს დარჩათ. ამ საქციელისათვის პინტოს "უეფამ" ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კატალონიურმა კლუბმა ეს სასჯელი გააპროტესტა. გუშინ, პარასკევს შეიკრიბა უეფას სააპელაციო კომიტეტი, სადაც უნდა განეხილათ ეს საქმე. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პინტო დამნაშავეა ამ საქციელისათვის და ის ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს, "კოპენგაგენისა" და "რუბინის" წინააღმდეგ გამოტოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]