ვალვერდე: ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ

ვალვერდე: ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "ესპანიოლთან" შეხვედრა შეაჯამა და მოწინააღმდეგეებს გამარჯვება მიულოცა.

"ის გავაკეთეთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. ვცადეთ, თამაში ჩვენ გაგვეკონტროლებინა, უპირატესობა მოგვეპოვებინა და ეს მოვახერხეთ კიდეც, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა. არ ვიცი, შეიძლება თუ არა, წაგება მესის გამოუყენებელ თერთმეტმეტრიანს დავაბრალოთ, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ თამაშებში საგოლე მომენტებზე უფრო დიდი მნიშვნელობა მოედანზე შექმნილ ატმოსფეროს აქვს.

"ესპანიოლი" სივრცეებს კეტავდა, ჩვენგან თავს იცავდა, "ბარსამ" კი გატანა ვერ მოახერხა და ეს საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა.

ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვარ, უბრალოდ, არ გაგვიმართლა. "ესპანიოლს" გამარჯვებას ვულოცავ, მაგრამ მალე მათ "კამპ ნოუზე" ველით. საბოლოოდ, გამარჯვებული ის იქნება, ვინც უფრო დიდი სხვაობით მოახერხებს გამარჯვებას". - განაცხადა ვალვერდემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 იანვარი 2018 23:34
    0
    ვალიკო სკამს (დინი ,ალენია , დენისი , ვიდალი , რაფინია ) რომ არ შეიძლება ენდო ბოლომდე იმედია მიხვდი !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 იანვარი 2018 19:07
    0
    ესპანიოლს კამპ ნოიზე დამაარსებელს და დამპროექტებელს მოვუტ......რიალებთ.
    BARCAMAN10
    სტუმარი [?]
    #1 18 იანვარი 2018 18:35
    0
    ეს წაგება ცოტა აზრზე მოგვიყვანს, კამპნოუზე კი ადვილად მოვუგებთ ესპანიოლს, არაფერია საშიში