ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ესპანიოლთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

"ცხრილში ჩვენს შორის დიდი სხვაობა არაა, თანაბარი დერბი იქნება. ასეთ მატჩებს უფრო გულით თამაშობენ, ვიდრე გონებით. 

"ჟირონასთან" სახლში წაგების მიუხედავად, "ესპანიოლი" კარგ ფორმაშია. მათ საკუთარ მოედანზე 5 გამარჯვება აქვთ და სირთულის გათვალისწინებით, ჩვენთვის 3 ქულის აღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. 

იმედი მაქვს, მოედანზე კარგი ატმოსფერო იქნება და ორივე მხარე პატივისცემას გამოავლენს. 

ვფიქრობ, სწრაფი მოქმედებებით ბევრი მომენტი შეიქმნება. თუ ასე მოხდება, ჩვენ ვისარგებლებთ. 

არა მგონია, მესის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. აქამდე, რუბის მხრიდან ფეხბურთელების აყვანის ტაქტიკა არ შემინიშნავს. 

სუარესი მკურნალობას ისევ აგრძელებს. ის შაბათს დაბრუნდება, თუმცა სიფრთხილე მაინც აუცილებელია". - თქვა ვალვერდემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi, Iniesta
    სტუმარი [?]
    #2 8 დეკემბერი 2018 11:11
    0
    ვალოო აბა შენ იცი heart_eyes
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #1 8 დეკემბერი 2018 02:22
    5
    ციტატა: M10 S9 D11
    ხო ჯობია არ ათამაშო სუა ისედაც დამტვრეული გვყავს ნახევარი გუნდი და კიდე უფრო არ გაუმიზეზდეს ტრამვა

    რაკიტიჩი ყავს და რაში ჭირდება სუარესი. 11რაკიტიჩი რომ ყავდეს 11ივეს ათამაშებდა.

    ყველაზე ცუდი მწვრთნელია ბარსას ისტორიაში. ტატა მარტინოს ამის შემადგენლონა რომ მისცა ჩემპ.ლიგა ჯიბეში ექნებოდა