ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე "ესპანიოლთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "ესპანიოლთან" მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა. 

"წინა თამაშის შედეგის გათვალისწინებით, უპირატესობა ჩვენს მეტოქეს აქვს, მაგრამ ასეთ სიტუაციებში აქამდეც ვყოფილვართ, თანაც ახლა მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო გვქონდა. 

საშინაო მოედანზე ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებიც აქტიურად დაგვიჭერენ მხარს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება და ყველანაირად ვეცდებით, შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ.

დერბებს ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. ხანდახან, როცა სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის დიდი სხვაობაა, შეხვედრას თითქოს იგივე დატვირთვა აღარ აქვს, მაგრამ ორმატჩიანი დაპირისპირებები განსხვავებულია. პირველი თამაში წავაგეთ, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, მაგრამ ასევეა "ესპანიოლისთვისაც", რომელსაც იმ შეხვედრაში დაფიქსირებულმა ანგარიშმა ნახევარფინალში გასვლის იმედი ჩაუსახა.

ვფიქრობ, "ესპანიოლი" ისევ ისე, ორგანიზებულად ითამაშებს და თავის შანსს დაელოდება. შეტევაზე ისინი უარს ვერ იტყვიან, რადგან სტუმრად გატანილი გოლი უფრო ძვირად ფასობს. რთული თამაში იქნება, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენთვის. კატალონიური დერბის მიმდინარეობისას ჰაერში ყოველთვის დაძაბულობა იგრძნობა". - განაცხადა ვალვერდემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    munir el hadraddi
    სტუმარი [?]
    #7 25 იანვარი 2018 14:39
    0
    წინა მატჩში დიდი უპირატესობა გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ მაგალითად მესის პენალტი დენისის საგოლე მომენტი მაგრამ ეხლა ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ და არამგონია ბარსას გაუჭირდეს
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #6 25 იანვარი 2018 00:33
    0
    4-1ვიგებთ
    [?]
    #5 25 იანვარი 2018 00:13
    0
    ციტატა: Berlinetta♥
    ისე რობერტოს ხილვამ ნახევარდაცვაში და რაკიტიჩის ასე სწორად გამოყენებამ ვალვერდეს მხრიდან .. საგონებელში ჩამაგდო ... დემბელე მესი კოუტინიო სიარესი ყველა ასნავნოია ვინ გინდა ამოაგდო ... ცალკე სემედოსაც ვეღარ დააიგნორებს მალე ... და კიდე ეს არტურიც თუ მოვა რავიცი .. წელს ამდენი კრიტიკისმერე მე რასაც ვუყურებ საუკეთესო ნახევარმცველი რაკიტიჩია ბარსელონაში .. რა მაგარი სეზონი აქვს ... ცენტრს მიაჯაჭვა ვაკვერდემ და სედეგიც სახეზეა ფლანგებზე რომ აღარ გარბის ყველა შეტევის დროს ... მესიზე წინ თამაშობდა შარშან

    ამათ თუ გრიზმანიც დაემატა შეიძლება ვალვერდე წავიდეს :D თავის ტკივილები დასჩემდეს ბევრი ფიქრისგან. ყველა ასნავნოი რატოა, სკამზე ვინმე ხო უნდა დარჩეს. რეგულარულად ერთი არა, ხან ვინ ხან ვინ. მცირე როტაციები არ აწყენს გუნდს. რეალმა მაგით მოიგო ტიტულები, სკამით თორე ასნავნოი ჩვენ ისეთი გვყავდა დავადუღეთ ორივე კლასიკოში. 1 ქულა აგვიღეს ისიც იღბალის ხარჯზე. მარა ჩვენი გუნდი რო გამოიწურა და ტრიომ დაუსვენებლად რო ითამაშა რეალს ყავდა მორატა ხამესები. ზატო ეხლა ტრიო კი არა კვარტეტი გვყავს შეტევაში. ფართო არჩევანი ნახევარდაცვაში და დაცვის ყველა პოზიციაზე კონკურენცია. კარგია ეგ. ლიგა უნდა დაიდოს მალე, უფრო მომავალ წელს ვიდრე ამ სეზონში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 იანვარი 2018 23:12
    0
    ციტატა: gio camp nou
    ისე სასტავ რას ფიქრობთ გრიზმანის გადმოსვლაზე? კი კარგი ფეხბურთელია და გამოადგება ბარსას მაგრამ ვინ უნდა ამოაგდოს?სუა?დემბო თუ ვინ? დემბელეში 105 მილიონია გადახდილი და არმგონია ეგ სკამისთვის ეყიდათ და სუა კიდე ძაან მაგარია და ჰარი კეინები და ვინცარუნდა მოიყვანონ ყველას მირჩევნია სუა და თან კარგ ფორმაშიც შევიდა და მინიმუმ 1-2 წელს მაინც ითამაშებს ესეთ დონეზე..Tqven ras fiqrobt

    იმას ვფიქრობ რომ შენ ვერანაირად გეცოდინება რომ 2 წელი მაგრად ითამაშებს კიდევ ..
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    culee
    სტუმარი [?]
    #3 24 იანვარი 2018 23:10
    0
    აზარიი მოიყვანოოონ დ ა არგვინდა გრიზმანი სუა იყოს ფორვარდად და აზარი ნეიმარის ადგილას და კოუ ინიესტას ადგილას და მერეე წავაა ფრინავიი თამაშებიი ფლანგებიდაან აუუუუ რას გაასწორებს აზარი- კოუს დუეტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 იანვარი 2018 22:53
    0
    ისე რობერტოს ხილვამ ნახევარდაცვაში და რაკიტიჩის ასე სწორად გამოყენებამ ვალვერდეს მხრიდან .. საგონებელში ჩამაგდო ... დემბელე მესი კოუტინიო სიარესი ყველა ასნავნოია ვინ გინდა ამოაგდო ... ცალკე სემედოსაც ვეღარ დააიგნორებს მალე ... და კიდე ეს არტურიც თუ მოვა რავიცი .. წელს ამდენი კრიტიკისმერე მე რასაც ვუყურებ საუკეთესო ნახევარმცველი რაკიტიჩია ბარსელონაში .. რა მაგარი სეზონი აქვს ... ცენტრს მიაჯაჭვა ვაკვერდემ და სედეგიც სახეზეა ფლანგებზე რომ აღარ გარბის ყველა შეტევის დროს ... მესიზე წინ თამაშობდა შარშან
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    coutinho_gigi
    სტუმარი [?]
    #1 24 იანვარი 2018 22:34
    0
    კოუტინიო ითამაშებს?