"ბარსა ბ"–ს დამარცხება "გრანადამ" შეძლო

"ბარსა ბ"–ს დამარცხება "გრანადამ" შეძლო

დღეს, "პრიმერა დივიზიონის" მატჩების გარდა, ასევე გაიმართა "სეგუნდა დივიზიონის" შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობას ლუის ენრიკეს "ბარსა ბ"–ც იღებდა. "ბარსას" ყოფილი კაპიტნის შეგირდები "გრანადას" ესტუმრნენ და სამწუხაროდ შინ ნული ქულით დაბრუნდნენ...

მატჩის მეოთხე წუთზე, კარლოს კარმონამ "ბარსა ბ"–ს დაწინაურება შეძლო, მაგრამ ამისდამიუხედავად ოიერის კარის ბადეში ბურთი 4–ჯერ გაეხვა. 33–ე, 52–ე, 68–ე და 82–ე წუთებზე "ბარსას" კიპერს გოლი ალექს გეიხომ გაუტანა. ასე, რომ ახლა გეიხოს თავისი პოკერით მადრიდის "რეალის" ერთ–ერთი ლიდერის მსგავსად შეუძლია იამაყოს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები და ორივე "ბარსა ბ"–ს ფეხბურთელების მიმართ. პირველი ყვითელი მეთოთხმეტე წუთზე ორიოლ რომეუმ მიიღო, ხოლო მატჩის მიწურულს ყვითლის მიღება ჯონათან დოს სანტოსმა მოახერხა.

ახლა, "ბარსა ბ" სატურნირო ცხრილში, 22 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. მას 20 ქულით მოზდევს "სალამანკა", რომელიც თავის მატჩს ხვალ, "პონფერადინას" წინააღმდეგ გამართავს.

შემადგენლობები



"გრანადა": რობერტო ფერნანდესი, ნიომი, რუბენი, ლოპესი, მენსაჰი, აბელ გომესი (კარლოს კალვო), ორელიანა (კოლიანტესი), ოსკარ პერესი, დანი ბენიტესი, მიკელ რიკო, ალექს გეიხო (მურიელი).

"ბარსა ბ": ოიერი, მუნიესა, პლანასი, მონტოია, სერხიო გომესი, კარმონა, დოს სანტოსი, რომეუ (სერხი), სორიანო, ნოლიტო (როჩინა), ბენხა (ტელიო).

ვიდეო



[media=http://www.youtube.com/watch?v=MRNtI8JkKVY]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.