გვარდიოლა: "ვილიარეალი" ტყუილად არ იმყოფება ლიდერთა შორის.

გვარდიოლა: "ვილიარეალი" ტყუილად არ იმყოფება ლიდერთა შორის.

გუშინდელი მატჩის შემდეგ "ბარსელონა" – "ვილიარეალი" კატალონიელთა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ თავისი მოსაზრება გამოთქვა მატჩთან დაკავშირებით.
"ძალიან მძიმე და დაძაბული მატჩი იყო ჩვენთვის. მართალია, მოვიპოვეთ გამარჯვება, მაგრამ "ვილიარეალმა" უდიდესი წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენ ყოველთვის გვიჭირდა ამ გუნდთან თამაში, როგორც სახლში ისე გასვლაზე, არც გუშინდელი მატჩი აღმოჩნდა გამონაკლისი, "წყალქვეშა ნავი" ტყუილად არ იმყოფება ბოლო წლების განმავლობაში ლიდერთა შორის. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, კარგი მწვრთნელით, კარგი ფეხბურთელებით და რაც მთავარია, კარგი შეტევით. ჩვენ მთავარია მოვიპოვეთ 3 ქულა და ახლა  უკვე თავს კარგად ვგრძნობთ. ჩემი გუნდი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, მათ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, ისინი ნელ–ნელა უბრუნდებიან თავის ჩვეულ ფიზიკურ კონდინციებს, რაც ძალიან მახარებს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.