დენის სუარესმა "ესპანიოლთან" ტრავმა მიიღო
"ესპანიოლთან" მატჩის მიმდინარეობისას "ბარსელონას" ნახევარმცველმა, დენის სუარესმა დიდაკ ვილასთან ორთაბრძოლაში დაზიანება მიიღო. შედეგად, ის პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე შესაცვლელი გახდა და მის ნაცვლად თამაშში კრისტიან რივერა ჩაერთო.
მოედნიდან გასვლის შემდეგ სუარესს სიარული შეეძლო, თუმცა ფეხზე ხელს იკიდებდა. მას გამოკვლევა მალე ჩაუტარდება და ცნობილი გახდება, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]