ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა: ”ბარსელონა”-”პანათინაიკოსი”
მაშინ, როდესაც მთელი ყურადღება მიმართულია ორშაბათს ”მადრიდის რეალის" წინააღმდეგ გასამართ მატჩისკენ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გვარდიოლა გუნდს შემცვლელი ფეხბურთელებით დააკომპლექტებს, რათა მისცეს ძირითადი გუნდის ფეხბურთელებს ”ელ კლასიკოსთვის" დასვენების საშუალება. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად? ეს ნიშნავს, რომ მესი სავარაუდოდ არ იქნება სასტარტო შემადგენლობაში და სავარაუდოდ საჭიროების შემთხვევაში მოედანზე მეორე ნახევარში გამოვა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩავის მიეცემა ძალზედ საჭირო დასვენების დრო, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე ვიხილავთ მასკერანოს. შემდეგ ასევე გვარდიოლამ შეიძლება გაამაგროს გუნდი ”პანათინაიკოსის" სწრაფი და გაბედული განადგურებისთვის, და შემდეგ შემოიყვანოს ბავშვები ”ლა მასიადან" მეორე ნახევარში და მისცეს მათ ევროტურნირში თამაშის გამოცდილება. ეს რთული გამოძახილია. ნებისმიერ შემთხვევაში, ანდრეუს ფონტასი ”ალმერიასთან" თამაშის შემდეგ იმსახურებს სასტარტოში ყოფნას.
ძირითადი გუნდის ორადორი ფეხბურთელი, რომელიც არ გაემგზავრა საბერძნეთში არის პინტო (დისკვალიფიკაციის გამო) და ტრამვირებული მილიტო.
”ბარსელონას" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია: ვალდესი, ალვესი, პიკე, ფონტასი, მაქსველი, ბუსკეტსი, მასკერანო, ინიესტა, ბოიანი, ვილია და პედრო.
ბევრი რამ შეიცვალა ათენში მას შემდეგ, რაც ეს ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს სექტემბერში. ცუდი შედეგების გამო გუნდიდან გაუშვეს მთავარი მწვრთნელი ნიკოს ნიოპლიასი და მის შემცვლელად მოგვევლინა გამოცდილი პორტუგალიელი მანუელ ფერეირა. პორტუგალიელის მოსვლა ხუმრობა არაა, ვინაიდან გუნდი დაუბრუნდა მოგებებს, 4-2 გაანადგურა რა ცხრილის შუაში მდგომი ”ირაკლისი”. ორმა გოლმა, რომელიც გაიტანა სისემ, უნდა გაახსენოს ყველას, თუ რატომ იყო გამოძახებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს ეს უკანასკნელი საფრანგეთის ”გაჭირვებულ” ნაკრებში, რაც მიანიშნებს რომ ის არის წინდახედული, თვალისმომჭრელი უნარებით. ესპანეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა ლუის გარსიამაც ჩაიწერა ერთი გოლი თავის აქტივში, ისევე როგორც ანტონის პეტოპოულოუსმა. ოთხშაბათს ”პანათინაიკოსი” მოედანზე გადის სერიოზული ტრამვების გარეშე.
”პანათინაიკოსის" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია: ტზორვასი, ბოუმსონგი, ვინტრა, სპიროპოულოსი, ჟილბერტო სილვა, კატსოურანისი, პლესისი, კარაგოუნისი, სისე, ლუის გარსია და პეტროპოულოსი.
”პანათინაიკოსისთვის", რომელიც "დ ჯგუფის" ბოლო ადგილზე იმყოფება ორი ქულით, მოგების გარდა ყველა შედეგი დამღუპველია. შემდეგ რაუნდში გასვლისთვის მათ სჭირდებათ ”ბარსელონასთან" მოგება, ასევე მომდევნო თამაშის მოგება, რომელსაც ისინი ”კოპენჰაგენის" წინააღმდეგ გამართავენ, ამავდროულად ზუსტად იგივე არარეალური შედეგი, რაც აქვს ”კაზანის რუბინს”.
დიახ, ვარაუდები! სექტემბერში ”კამპ ნოუზე" ბერძნების განადგურების და კატალონიელების მიმდინარე ფორმის გათვალისწინებით, შეიძლება მოგების გარდა სხვა რამ ვივარაუდოთ? სავსებით შესაძლებელია ბერძნებმა თავი იჩინონ კონტრშეტევებში. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ”ბარსელონა” დიდი სიფრთხილით უდგება ბერძნების კონტრშეტევების საკითხს, მგონი ყველაფერი კარგად იქნება.
სავარაუდო ანგარიში 1-3, ”ბარსელონა”-ს სასარგებლოდ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]