რონალდო:" ეს შესაფერისი დროა"

რონალდო:" ეს შესაფერისი დროა"

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრისტიანო რონალდომ "ელ კლასიკოდან" დამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ მისი გუნდი არის ბრწყინვალე ფორმაში და დადგა დრო, როდესაც რეალი ღირსეულ მეტოქეს უნდა შეხვდეს.

"დღევანდელი "რეალ მადრიდი" სრულიად განსხვავებული გუნდია წინა სეზონთან შედარებით. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი მატჩი, არც ლა ლიგაში და არც ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული. თამაში "ბარსელონას" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" იქნება ძალიან საინტერესო და მე მგონია, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვართ კარგ ფორმაში და სასურველ დონეზე ვმუშაობთ. სწორედ ახლა არის საუკეთესო მომენტი "ბარსასთან" შერკინების. ჩვენ ვიცით, რომ ადვილი არ იქნება ეს შეხვედრა, რადგან "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი მაღალი კლასის მოთამაშეები არიან და მათ ჰყავთ ასევე დიდი მწვრთნელი. ყველას გვსურს ვიყოთ ისეთივე ფორმაში, როგორც ახლა ვართ. ფეხბურთელებს ყველას კარგი დამოკიდებულება გვაქვს ჟოზე მოურინიოსთან."

"მოურინიო არის პროფესიონალი მწვრთნელი. მან მოიგო ყველა ჩემპიონატი, რომელშიც იგი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ყველა წევრი კმაყოფილნი არიან მასთან მუშაობით" - განაცხადა რონალდომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.