"ბარსელონამ" "ეიბარი" დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

"ბარსელონამ" "ეიბარი" დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა

ლა ლიგის მე-19 ტურში, "ბარსელონამ" "ეიბარი" დიდი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. 

ანგარიში ლუის სუარესმა მატჩის დაწყებიდან 19 წუთში გახსნა, მეორე ტაიმის პირველ ნახევარში კი კატალონიელებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს. 53-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა, 59-ზე კი სუარესმა დუბლი გაიფორმა. 

ამ მოგების შემდეგ, "ბარსა" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. გუნდს 43 ქულა აქვს, უახლოეს მდევარ "ატლეტიკოსთან" კი სხვაობა 5 ქულაა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.