პედრო: ”ჩემს თამაშს შვიდი ან რვა ქულით შევაფასებდი”

პედრო: ”ჩემს თამაშს შვიდი ან რვა ქულით შევაფასებდი”

”ბარსას” ორი გოლის ავტორი ფრიად კმაყოფილი იყო ”ლევანტეს” წინააღმდეგ ჩატარებული თამაშით, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
პედრომ მოედანზე 96 წუთი დაჰყო, კარის მიმართულებით ოთხჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა.
დაძაბული თამაშის მიუხედავად, პედრო როდრიგესი საკმაოდ ენერგიულად გამოიყურებოდა. როდესაც მას სთხოვეს ათბალიანი სისტემით შეეფასებინა საკუთარი თამაში, პედრომ განაცხადა: ”ჩემს თავს შვიდ ან რვა ქულას დავუწერდი... ყოველთვის ვცდილობ, გუნდთან ვითანამშრომლო.”
პედრომ თქვა, რომ ”ლევანტესთან” მატჩი რთული იყო, თუმცა ჩვენ ამ სირთულის გადალახვა შევძელით... ჩვენ დავაწესეთ ბურთზე კონტროლი, მაგრამ როცა სტუანიმ გოლი გაგვიტანა, თამაში ძალიან გართულდა. იყო გრძელი გადაცემები და ჩვენ ძალიან ვიწვალეთ, თუმცა მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა... გუნდმა კარგად ითამაშა, ხოლო ”ლევანტე” კარგად იცავდა თავს.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.