სერხიო:" თამაში ყოველ 3 დღეში კარგია ჩვენთვის"
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ხერხიო ბუსკეტსმა გუშინდელი მატჩის შემდეგ პრეს–კონფერენცია გამართა. სერხიოს თქმით ყოველ 3 დღეში თამაში კარგია გუნდისთვის: " ვფიქრობ, რომ რაც უფრო ხშირად ითამაშებს გუნდი უფრო კარგია. მე ყოველ 3 დღეში თამაშში ცუდს ვერაფერს ვხედავ." "ლევანტესთნ" მოგებული მატჩის შემდეგ "ბარსა" ოთხშაბათს ესპანეთის თასზე ბასკურ "ბილბაოს" შეხვდება: " ყოველთვს იკარგია როცა წელს გამარჯვებით იწყებ. ეს გამარჯვება "ბილბაოსთან" მატჩის წინ, უფრო მოტივირებულებს გვხდის." ბუსკეტსმა ასევე კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ სათასო მატჩების გამო, გუნდს დატვირთული გრაფიკი აქ: " წელიწადის ამ დროს ყოველთვის გვიწევს ბევრი თამაში. ახლა კვირაში ორ მატჩს მაინც ვატარებთ. შარშან, როდესაც "სევილიას" ვხვდებოდით იმ კვირებმა საკმაოდ დაგვღალა. ჩვენ მზად ვართ ძალიან ხშირად თამაშისათვის." სერხიოს იმედი აქვს, რომ "ბილბაო" ისეთ დაცვით ფეხბურთს აღარ ითამაშებს როგორც "კამპ ნოუზე": " ჩვენ მივდივართ მათ სტადიონზე, სადაც ყველაფერი მათ სასარგებლოდაა. ვიმედოვნებ "ბილბაო" აღა იჯდება დაცვაში, როგორც "კამპ ნოუზე"." გუშინდელ მატჩში სერხიომ ცენტრალურ მცველად ითამაშა აბიდალის გვერდით: " ეს ერთ–ერთი მთავარი მიზანი იყო, რაზეც ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობდით. მე მსურს, რომ გავაუმჯობესო ჩემი თამაში ამ პოზიციაზე." ბუსკეტსის თქმით მას ეამაყება, რომ ჩავის გვერდით თამაშობს. გუშინ ჩავიმ "ბარსას" მაისურით 549–ე მატჩი ჩაატარა და მიგელის რეკორდი გააუმჯობესა: " მე ვამაყობ ,რომ მის გვერდით ვთამაშობ. არ ვიცი გავაუმჯობესებ თუ არა მის რეკორდს, თუმცა შევეცდები რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩავატარო და კლუბის ისტორიაში ჩემი სახელი ჩავწერო." მან ასევე ორი სიტყვა თქვა პედროზე: " პედრომ "ბარსა ბ"–დან გადმოსვლის შემდეგ უდიდესი პროგრესი განიცადა", დაასრულა სერხიომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]