გრიზმანის ყოფილი მრჩეველი: "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები თებერვალში დაიწყო
ადამიანი, რომელმაც ანტუან გრიზმანი, როგორც ფეხბურთელი, აღმოაჩინა, შემდეგ კი მისი მრჩეველი იყო - ერიკ ოლატი ადასტურებს, რომ "ბარსელონამ" ფრანგ შემტევთან მოლაპარაკებები თებერვალში დაიწყო.
"შეთანხმება სწორ დროს არ მოხდა. ეს სწორად არ იყო დაგეგმილი.
ანტუანი "ატლეტიკოდან" უკეთესად წასვლას იმსახურებდა, მაგრამ ეს მისი და მისი წარმომადგენლების ბრალია.
მე მესმის, რომ ხუთი სეზონის შემდეგ რაღაც ახალი გინდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრიზმანს "ატლეტიკოს" მიმართ დიდი პატივისცემა არ აქვს". - ოლატის სიტყვებს Marca ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]