შანდორ ვარგა: "არშავინი "ბარსელონაში" ვერ გადავა"

შანდორ ვარგა: "არშავინი "ბარსელონაში" ვერ გადავა"

შანდორ ვარგა: "არშავინი "ბარსელონაში" ვერ გადავა"

ანდრეი არშავინის აგენტმა შანდორ ვარგამ გააკეთა კომენტარი ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ, ანდრეი არშავინის "ბარსაში" გადასვლის სურვილზე.

"ეს არარეალურია, ყველა მოყვარულ ფეხბურთელს აქვს "ბარსაში" თამაშის სურვილი, თუმცა ასეთ ძლიერ კლუბში მათი ადგილი არ არის. არშავინი კატალონიურ კლუბში ვერ ითამაშებს. მითუმეტეს, ჟოან ლაპორტას კლუბს დიდი სურვილი აქვს დაიმატოს არშავინის თანაგუნდელი, ნახევარმცველი ცესკ ფაბრეგასი. ხუთშაბათს მე ვკითხე ვენგერს ცესკის საკითხზე და მან დამიდასტურა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ცესკს დედა აძალებს "ბარსელონაში" გადასვლას, იმიტომ, რომ თვითონ ცხოვრობს კატალონიაში. ამის გარდა ფაბრეს თვითონაც ძალიან ენატრება ის ქალაქი და  კლუბი, რომელშიც გაიზარდა და ფეხბურთის თამაში ისწავლა."  ვარგას სიტყვების ციტირებას აკეთებს Rusfootball.info

წყარო: Sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.