წარუმატებელი სანაკრებო საღამო "ბარსელონელებისთვის"
გუშინ, ევროპულ საფეხბურთო მინდვრებზე, მორიგი სანაკრებო თამაშები გაიმართა, რომლებიც "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის წარუმატებელი გამოდგა.
ნელსონ სემედუს პორტუგალია ჯგუფის ლიდერ უკრაინას ეწვია და 1-2 დამარცხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებმა ჯგუფში პირველი ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე გაინაღდეს. მე-2 ადგილზე მყოფი პორტუგალია კი სერბეთს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. დარჩენილ ორ ტურში სერბეთი ორივე თამაშს საკუთარ კედლებში ჩაატარებს, პორტუგალია კი - ორივეს სტუმრად, თუმცა, ჯგუფში უსუსტეს ლიეტუვასთან და ლუქსემბურგთან.
ნელსონ სემედუმ გუშინდელი შეხვედრა სრულად ჩაატარა.
წარუმატებელი გამოდგა კლემან ლანგლესა და ანტუან გრიზმანის საფრანგეთის ნაკრების თამაშიც. ორივე მათგანმა სრულად ითამაშა. გრიზმანმა 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, მანამდე კი, 76-ე წუთზე, ჟირუს საგოლე გადაცემა გაუკეთა, თუმცა, თურქეთთან საშინაო მატჩში ეს მხოლოდ ქულის მოსაპოვებლად აღმოჩნდა საკმარისი.
საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, H ჯგუფს თურქეთი და საფრანგეთი ლიდერობენ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო, პირველ ადგილზე თურქეთია. მე-3 ადგილზე მყოფ ისლანდიას ლიდერები 4 ქულით უსწრებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]