34 მატჩი წაგების გარეშე

34 მატჩი წაგების გარეშე

ხვალ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე შეხვედრაში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს და ეცდება, F ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ბოლო ტურამდე არ გადადოს. 

სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, კატალონიელებს დიდი უპირატესობა აქვს: "ბარსელონა", 34 მატჩია, საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა. 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე "ბარსა", "კამპ ნოუზე", ბოლოს 2013 წლის მაისში დამარცხდა - მაშინ, მეტოქე მიუნხენის "ბაიერნი" იყო. ამის შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა 30 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 101 გოლი გაიტანა და მხოლოდ 16 გაუშვა. 

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" კარი მშრალად 18 მატჩში შეინახა, სამი ან მეტი გოლის გატანა კი 21 თამაშში შეძლო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 27 ნოემბერი 2019 00:14
    6
    ვიგებთ,დიდი ანგარიშით!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 ნოემბერი 2019 23:51
    6
    არც ხვალ წავაგებთ მესის საიუბილეო მე-700 მატჩია ბარსას შემადგენლობაში და მინიმუმ დუბლს ველოდები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 26 ნოემბერი 2019 23:40
    6
    იმედია ტრადიციას არ ახლა დავარღვევთ.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "