"ბეტისი" - "ბარსელონა", ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
"ბენიტო ვილიამარინზე" გამართულ მატჩში "ბარსელონა" დამარცხდა, რაც ძალიან იშვიათად ხდება. "ბეტისთან" თამაშამდე გვარდიოლას გაწვრთნილი "ბარსელონა" ორბურთიანი სხვაობით მხოლოდ ორჯერ დამარცხდა: "სევილიასთან", ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში და "ჰერკულესთან", რომელმაც ესპანეთის პრიმერადივიზიონის მეორე ტურში კატალონიურ კლუბს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
გუშინდელი თამაშის შემდეგ "ბარსას" რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი აზრი გამოთქვა მატჩთან დაკავშირებით.
მაქსველი: სწორედ იმან, რაც ჩვენ "კამპ ნოუზე" გავაკეთეთ, მოგვცა შესაძლებლომა გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ჩავატარეთ მატჩი "ბეტისთან". ჩვენ ვერ შევძელით თამაშში გარდატეხის შეტანა. ამ მატჩიდან ჩვენ ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.
პინტო: "ბეტისმა" კვლავ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ვერაფრით ვერ ვუპასუხეთ მათ და უნდა ვაღიაროთ, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ, მაგრამ დამარცხებამ მაინც დაგვამწუხრა.
ბოიანი: ჩვენ ძალიან სწრაფად გავუშვით გოლი, რამაც "ბეტისი" ძალიან გააგულისა და მალე მათ მეორე გოლის გატანაც შეძლეს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ყველაფერი. აფელაი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება.
კეიტა: ეს იყო მძიმე მატჩი: ჩვენ ექვს წუთში ორი ბურთი გავუშვით. ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ მოგებას და დამარცხება ცუდად გადავიტანეთ. სწორედ "კამპ ნოუზე" გატანილმა ხუთმა გოლმა გაგვიყვანა 1/2 ფინალში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]