ბოლო ვარჯიში "არსენალთან" მატჩამდე
პეპ გვარდიოლამ დღეს ყველა ის 18 პირველი გუნდის ფეხბურთელი ავარჯიშა, რომლებიც ლონდონში გაემგზავრებიან, "არსენალთან" მატჩისთვის. ვარჯიშზე იმყოფებოდა ასევე ტიაგო ალკანტარაც , თუმცა ტრავმის გამო არ იყვნენ პუიოლი და ჯეფრენი.
პეპმა გადაწყვიტა, მატჩამდე ფეხბურთელები "სიუდად ესპორტივაზე" ევარჯიშებინა. ვარჯიშის საწყის 15 წუთში ღია იყო მედიისთვის. ვარჯიშზე იმყოფებოდა პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი, გარდა ტრავმირებულებისა. გარდა იმ 18 ფეხბირთელისა, რომლებიც დღეს საღამოს ლონდონში გაემგზავრებიან, პეპმა ტიაგო, მუნიესა, ბარტრა და ვასკესი ავარჯიშა.
"ბარსას" თვითმფრინავი შუადღისით ადგილობრივი დროით 4:00 საათზე გაფრინდება ლონდონში და იქ 5:50 საათზე ჩავა. იქ უკვე "ბლაუგრანელები"დაბინავდებიან სასტუმროში და შემდეგ ანდრეს ინიესტა და პეპე გვარდიოლა 7:50 საათზე წინა სამატჩო პრესკონფერენციას გამართავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]