მასკერანო პრიორიტეტია

მასკერანო პრიორიტეტია

როგორც კატალონიური სპორტული გაზეთი "Sport” იტყობინება ჩიკი ბეგირსტაინს რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეული ყავს მომავალი ტრანსფერებისთვის.

დაცვა

დაცვის გასაძლერებლად რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეულია. პირველი ესაა "დეპორტივოს” ბრაზილიელი მარცხენა მცველი ლუის ფელიპე, რომელთანაც მოლაპარაკებას თვითონ "დეპორტივო” აჭიანურებს. შემდეგი კანდიდატია დონეცკის "შახტარის” მცველი დარიო სრნა, თუმცა კლუბის მიერ დაწესებულ ფასის გადახდა "ბარსას” არ შეუძლია.

ასევე მონიტორინგის არეალშია "პორტუელი” ბრუნო ალვეში, თუმცა მის გადაყვანასაც კატალონიური გრანდი არ ჩქარობს. არის ასევე ერთი კანდიდატი "ბარსელონაში” გადმობარგების. ეს დონეცკის "შახტარის” მცველი დიმიტრი ჩიგნისკია, რომლის სატრანსფერო ფასი 15 მილიონი ევროა და ამ მომენტისთვის ყველაზე უფრო შესაძლებელია მისი გადასვლა "ბარსელონაში.”

ნახევარ-დაცვა

"ბარსელონას” მთავარი პრიორიტეტი მოედნის ცენტრში თამაშის "ლივერპულის” არგენტინელი ნახევარ-მცველი ჩავიერ მასკერანოა. კატალონიელების შემადგენლობიდან მომავალი სეზონის დასაწყისში იაია ტურე და სეიდუ კეიდა გაემგზავრებიან აფრიკის თასზე და მათ შემცვლელად სწორად ჩავიერ მასკერანო მოისაზრება ყველაზე უკეთეს ვარიანტად. თვითონ ფეხბურთელს ბევრჯერ გამოუხატავს სურვილი "ბარსელონაში” გადაბარგების, მაგრამ ნათელია, რომ "ბარსას” ხელმძღვანელკობისთვის არ იქნება ადვილი "ლივერპულის” დაყოლიება მის ტრანსფერზე.

წყარო fcbtransfers.blogspot.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.