გრიზმანის მიზანი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებაა
"ბარსელონას" ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი "იუვენტუსთან" მატჩში გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებას აპირებს.
29 წლის ფეხბურთელი სეზონის დასაწყისში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, თუმცა, ბოლო 2 შეხვედრაში გრიზმანმა, უსახური თამაშის გამო, კუთვნილი ადგილი დაკარგა. "ფერენცვაროსთან" მატჩში ანტუანს საერთოდ არ უთამაშია, "ელ კლასიკოში" კი ის მოედანზე 82-ე წუთზე გავიდა.
გუშინ "ბლაუგრანას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, სასტარტო შემადგენლობის წევრი ფილიპე კოუტინიო ტრავმირებულია. AS-ის ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელს 3 კვირა გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევაში ადგილი თავისუფალია. გრიზმანს სურს ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენოს და ძირითადში დაბრუნდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]