გუნდები, რომლებთანაც ლეო მესის გოლი არ გაუტანია

გუნდები, რომლებთანაც ლეო მესის გოლი არ გაუტანია

იშვიათად მოიძებნება გუნდი, რომლის წინააღმდეგაც "ბარსელონას" ვარსკვლავს ლიონელ მესის უთამაშია, თუმცა, გოლი არ გაუტანია. ერთ-ერთი ასეთი კლუბი სწორედ კატალონიელთა დღევანდელი მეტოქე "კადისია".

"კადისის" გარდა, არსებობს კიდევ 8 გუნდი, რომელთაც არგენტინელი ფეხბურთელისგან თავის დაცვა მოახერხეს.

ყველა ის კლუბი, რომელთა კარიც ლეო მესის არ აუღია:

კადისი

ლა ლიგის 2005/06 წლების სეზონში "ბარსელონამ" "კადისი" სტუმრად 3-1 დაამარცხა, თუმცა, მესიმ მხოლოდ ასისტის გაკეთება მოახერხა. რამდენიმე საათში არგენტინელს შანსი ექნება, მის მსხვერპლთა შორის "კადისიც" მოახვედროს.

ინტერი

ლეოს "ინტერის" წინააღმდეგ სულ 4-ჯერ უთამაშია. 33 წლის ფეხბურთელის მონაგარი "ნერაძურისთან" მხოლოდ ერთი შედეგიანი გადაცემაა.

ყაზანის რუბინი

მესიმ 2009/10 და 2010/11 წლების სეზონებში "რუბინის" წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მოედანზე 238 წუთი გაატარა, მაგრამ მას არც გოლი გაუტანია და არც ასისტი გაუკეთებია.

ბენფიკა

კატალონიელები "ბენფიკას" 2005/06 და 2011/12 წლების სეზონებში დაუპირისპირდნენ. არგენტინელმა პორტუგალიელების წინააღმდეგ მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა და 2 საგოლე გადაცეის გაკეთება მოახერხა.

უდინეზე

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის 2005/06 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე "უდინეზეს" 6 გოლი გაუტანა, თუმცა, მესის ანგარიშზე არცერთი მათგანი არაა. ლეომ იტალიურ გუნდთან გამართულ 2 შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ 70 წუთი გაატარა.

ალ სადი

"ბარსა" ლეგენდარული ჩავი ერნანდესის ამჟამინდელ კლუბს 2011 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაუპირისპირდა. მესიმ "ალ სადთან" 90 წუთი ითამაშა, თუმცა, მან ბურთის გატანა ვერ შეძლო.

მურსია

"ბლაუგრანა" "მურსიას" 2007-2018 წლებში 4-ჯერ შეხვდა, თუმცა, "ლა პულგამ" მხოლოდ ერთხელ ითამაშა და 2 ასისტის გაკეთება მოახერხა. "მურსია", ამჟამად, ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონში თამაშობს.

ხერესი

ლეომ ანადალუსიურ კლუბთან ლა ლიგის 2009/10 წლების გათამაშებაში ჩატარებულ 2 შეხვედრაში მხოლოდ 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. "ხერესი", "მურსიასგან" განსხვავებით, ესპანეთის რანგით მე-4 დივიზონში გამოდის.

გრამენეტი

"ბარსელონა" "გრამენეტს" ესპანეთის თასის 2004/05 წლების გათამაშებაში შეხვდა. ლეო მესიმ მოედანზე 73 წუთი უშედეგოდ გაატარა. "გრამენეტი", ამჟამად, ესპანეთის რანგით მე-6 დივიზიონში თამაშობს.

იმედი ვიქონიოთ, ლეო მესი, დღევანდელი თამაშის შემდეგ, ჩამოთვლილი გუნდების რაოდენობას შეამცირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 დეკემბერი 2020 20:10
    2
    M10 S9 D11,
    რატომღაც მეც ჰეტ ტრიკს ველოდები
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 დეკემბერი 2020 19:33
    3
    იქნებ გაძვრეს ინტერი ჯგუფიდან და ფლეი ოფში დაგვეტაკოს კადის კიდე დღეს გაუტანს თან სამს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued