ჩავის მორიგი ტრიუმფი კატარში

ჩავის მორიგი ტრიუმფი კატარში

"ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი და მისი ახლანდელი გუნდი "ალ სადი" კვლავ ბრწყინვალედ გამოიყურება. ლეგენდარული ესპანელის შეგირდებმა გუშინ კატარის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში "ალ ხორი" 7-0 გაანადგურეს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატარის ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური დარჩა, 40 წლის სპეციალისტის დარიგებული გუნდი კი სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსან "ალ დუჰაილს" უკვე 13 ქულით აღემატება.

ცნობისთვის, "ალ სადი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია. ჩავის გუნდს 15 ჩატარებულ შეხვედრაში წაგება არ აქვს. მის აქტივში 13 მოგება და 2 ფრეა.

ივარაუდება, რომ ჩავი ერნანდესი "ალ სადის" შემდეგ სამწვრთნელო კარიერას ამჯერად მის მშობლიურ კლუბში გააგრძელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #8 21 იანვარი 2021 15:59
    2
    ჯერ მინდა კუმანს დააცადონ და გაუკეთონ რამოდენიმე ტრანსფერი ვისაც ითხოვს და ნახავთ თუ არ გაამართლებს, რამდენი ხანია იტხოვს ორ ფეხბურთელს და ესეგი ძალიან საჭიროა მაგრამ ფაქტია ფული არ გვაქ და ვერ მოყავთ, არადა ლენგლეთი, ბრაიტვეიტით და ტრინკაუებით ფაქტია ვერაფერს მოვიგებთ
    Culé [?]
    #7 21 იანვარი 2021 15:40
    0
    არანაირი ლა მასია და ხეტაფე-გრანადა-სოსიედადები , ჩავი უნდა მოვიდეს პირდაპირ ბარსელონას მწვეთნელად , და იმ რესურსით რაც დახვდება პირველ გუნდში , სეგუნდა ბ-ში და მიმოფანტულ განათხოვრებულ ფეხბურთელებიდან , დადგეს და ვინც გასაშვებია გაუშვას და ვისაც ჩათვლის რომ გუნდის გაძლიერება შეუძლია დატოვოს და დაიწყოს გეგმის შედგენა პრეზიდენტთან ერთად , ვისი ტრანსფეია საჭირო და რამდენი . და მისცენ დრო და მჯერა პირველივე თამაშის მერე , გუნდი საკუთარ რელსებზე დაბრუნდება და ამას შეამჩნევს ყველა . ყატარის გუნდს ეტყობა მისი ხელწერა და წარმომიდგენია პედრი პუჩი დე იონგის ტრიოს , რა ფილოსოფიითა და სტრატეგიით აათამაშებს .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 იანვარი 2021 13:50
    2
    ამას ცოტა ნიადაგი თუ არ გაუმზადა ვინმემ პირდაპირ ფრენას ვერ დააწყებინებს გუნდს ჯობია ზაფხულში პიმიენტა დანიშნონ და შემდეგ სეზონში ხავი მოვიდეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 იანვარი 2021 13:00
    0
    ყატარში ბობოქრობა კაია, მაგრამ უნდა დაბრუნდეს სადაცაა მისი ადგილი, გამოცდა მაინც უნდა ოღონდ, უნდა ჩააბარონ ლამასია თუნდაც სულ რამდენიმე თვით.მსლ,
    შანსი არ არსებობს ჩავიმ სხვა გუნდი გაწვრთნას. ერთი ვარიანტია რომ გამოცდილების მიღების მიზნით ლაპომ დაავალოს სადმე ევროპულ კლუბში მუშაობა. კუმანი ამ სეზონს ჩაამთავრებს და მომავალ სეზონში თუ ვერ დადო ვერაფერი მერე გააგდებენ.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #4 21 იანვარი 2021 11:37
    2
    უკეთესი კამანდა რო ჩაიბაროს ცოტახანი და მერე ჩვენკენ გადმოვიდეა ასე ჯობს
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #3 21 იანვარი 2021 11:32
    2
    მოიყვანეთ ესკაცი დროზე <3
    მსლ
    სტუმარი [?]
    #2 21 იანვარი 2021 11:29
    4
    ბიჭო კუმანსაც მინდა აცადონ მარა მერე ეს სხვამ არ წაიყვანოს
    Culé [?]
    #1 21 იანვარი 2021 11:27
    5
    როდის მოვა ერთი სული მაქ💜❤💜 იმედი მაქ ბარსასაც დაუმარცხებელს გახდის.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "