ბარსელონა ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟოან გამპერის სახელობის თასზე "ბარსელონა" "იუვენტუსს" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გულშემატკივართა 20% დასწრება იქნება ნებადართული.
Sport-ის ინფორამციით, "ბლაუგრანა" ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ფანების დასაშვებ რაოდენობასთან დაკავშირებით არ ეთანხმება. კლუბი დარწმუნებულია, რომ სტადიონის ტევადობის 50%-ის დაშვება შეიძლებოდა და ეს რისკის შემცველი არ იქნებოდა.
რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ბარსასთვის" ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ძალიან მნიშვნელოვანია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]