ნიკო გონსალესს წარმატების მიღწევა მხოლოდ ბარსელონაში სურს

ნიკო გონსალესს წარმატების მიღწევა მხოლოდ ბარსელონაში სურს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალგაზრდა საყრდენ ნახევარმცველს, ნიკო გონსალესს წარმატების მიღწევა მხოლოდ კატალონიურ კლუბში სურს.

ზემოხსენებული წყაროს ცნობით, 19 წლის ფეხბურთელმა, ბავშვობის ოცნების ასასრულებლად რამდენიმე შემოთავაზება უარყო, მათ შორის, "მანჩესტერ სიტიდანაც".

აღსანიშნავია, რომ ნიკომ 28-ნომრიანი მაისური მოირგო, რომელსაც კარიერის საწყის ეტაპზე სერხიო ბუსკეტსი ატარებდა. ლა ლიგის პირველ ტურში, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ (4-2), 83-ე წუთზე გონსალესმა სწორედ ბუსკეტსი შეცვალა.

2021/22 წლების სეზონის მოსამზადებელ პერიოდში "ბარსაში" კიდევ ერთი შუახაზელი, გავი გამოჩნდა, თუმცა 17 წლის მოთამაშის დებიუტი, ჯერჯერობით, ოფიციალურ მატჩში არ შემდგარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 აგვისტო 2021 04:53
    0
    ფაქტიურად შეცვალა ბუსკეცი
    --------------------
    THUGS
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #4 18 აგვისტო 2021 15:10
    2
    ბოლოს ეკრანების წინ ვინც თქვა ოცნება ავიხდინეო ყველამ ხელფასის მომატება მოითხოვა და იმედია ესეც მსგავსად არ მოიქცევა როგორიც ამის კოლეგა იქცევა უმტიტის შვილ მორიბაზე მაქ საუბარი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 აგვისტო 2021 14:50
    0
    მე მგონი ეს არ ჩაი-ჯ-ვავს, კოჭებზე ეტყობა იგროკია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 აგვისტო 2021 14:37
    0
    აბა რა,ნიკომ უნდა ჩაანაცვლოა ბუსი ღირსეულად.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 18 აგვისტო 2021 14:35
    3
    უფრო მეტი დრო უნდა მისცეს ახალგაზრდეს კუმანმა და საჭირო დროს უნდა გამოიყვანოს ზამენიდან თორე 10 წუთი თამააშში ვერ განვითარდებიან ეგრე